უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი გაზეთ Financial Times-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. გამოცემის ცნობით, უკრაინამ და რუსეთმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს 15-პუნქტიან სამშვიდობო გეგმაზე, რომელიც ცეცხლის შეწყვეტასა და რუსეთის ჯარების გაყვანას გულისხმობს, იმ შემთხვევაში თუ უკრაინა ნეიტრალიტეტს გამოაცხადებს.
„Financial Times-მა შეთანხმების პროექტი გამოაქვეყნა, რომელიც რუსული მხარის მოთხოვნის დემონსტრირების გარდა სხვა არაფერია. უკრაინას საკუთარი პოზიცია აქვს. ერთადერთი, რასაც ამ ეტაპზე ვადასტურებთ, არის ცეცხლის შეწყვეტა, რუსული სამხედროების გაყვანა და უსაფრთხოების გარანტიები რამდენიმე ქვეყნისგან“, - წერს მიხეილ პოდოლიაკი Twitter-ზე.
ასევე წაიკითხეთ:
როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს